პუბლიკაციები
ახალი სკანდალი! ამერიკელი სამხედროები ავღანელებს შეურაცხყოფენ

izdevaiutsya1თბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ში მორიგი ხმაურიანი სკანდალი აგორდა. ჟურნალმა The Rolling Stone-მა გამოაქვეყნა იმის დამამტკიცებელი ახალი ფოტოები და ვიდეოჩანაწერები, როგორ  იგდებენ აბუჩად ამერიკელი სამხედროები ავღანელებს.

შევახსენებთ მკითხველს, რომ ეს აშშ-ს არმიასთან დაკავშირებული უკვე მეოთხე ხმაურიანი სკანდალია. ადრე საქინფორმი იტყობინებოდა სამხედრო ტყვეების წამების შესახებ ერაყის ციხე ”აბუგრეიბში”, იმის თაობაზე, როგორ შეურაცხყოფდა ოთხი ამერიკელი საზღვაო ფეხოსანი თალიბების ცხედრებს (შარდავდნენ მათზე) გილმენდის პროვინციაში და პოზირებდნენ ფაშისტური გერმანიის ელიტური სამხედრო ნაწილის -"ს-ეს"-ის დროშის ფონზე.

და აი, ახლა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოჩნდა ფოტოები  და ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია, როგორ აწამებენ ისინი ავღანელებს. საქინფორმი სთავაზობს ამ მასალას თავის მკითხველს.

როგორც ხედავთ, ჯარისკაცები სახეებს არ მალავენ, იარაღმომარჯვებულები პოზირებენ დახოცილი ადამიანების ფონზე. ერთ-ერთ ვიდეოზე აღბეჭდილია, როგორ ესვრიან ჩასაფრებულები ორ მოტოციკლისტს. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს იყოს წინასწარ განზრახული თავდასხმა უიარაღო, მშვიდობიან მოსახლეობაზე.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ ბოდიში მოიხადა იმ ფოტოების გამო, რომლებზეც ამერიკელი ჯარისკაცები მშვიდობიანი ავღანელების ცხედრების ფონზე პოზირებენ. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა პენტაგონის ვებგვერდზე. სამხედრო უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოცემული მასალები მკვეთრად განსხვავდება სამხედრო მოსამსახურეების სტანდარტული ქცევისა და იმ ღირებულებებისაგან, რომლებითაც ხელმძღვანელობს აშშ-ის არმია. მათ პირობა დადეს, აგრეთვე, რომ საფუძვლიან გამოძიებას ჩაატარებენ და დამნაშავეებს დასჯიან.

1izdev
11izdev
111izdev