სამართალი
გოკა გაბაშვილი: „ტელეკომპანია „მირი“ საქართველოს არანაირ სარგებელს არ აძლევდა“

tele-mirთბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. როგორც „GHNიტყობინება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანია „მირი“ საქართველოს არანაირ სარგებელს არ აძლევდა.

როგორც მან „მირთან“ დადებული შეთანხმებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, ხელშეკრულების დეტალების შესახებ არ იცის, თუმცა, მისი თქმით, „მირთან“ საქართველოს თანამშრომლობა მანამ გრძელდებოდა, სანამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი იყო.

„თანამეგობრობის წევრი კარგა ხანია, არა ვართ. შესაბამისად, ამ ორგანიზაციის ფარგლებში ხელშეკრულებების საკითხი შიგადაშიგ წამოიწევს ხოლმე და ამ ხელშეკრულებებიდან გამოვდივართ, თუ მასში მონაწილეობა არანაირ სარგებელს არ გვაძლევს. სავარაუდოდ, ეს ხელშეკრულება ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულებაა, რომელიც საქართველოს არანაირ სარგებელს არ აძლევს და ფორმალურად ჯერ კიდევ არსებობდა“, – აღნიშნა გაბაშვილმა და დასძინა, რომ „მირის“ აქტიური საქმიანობის შესახებ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში არაფერი სმენია.

საქართველო ტელერადიოკომპანია „მირთან“ დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი „სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია „მირის“ საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ“ შეთანხმების მოქმედება.