აქტუალური
მატება რუსულ სამხედრო ბაზაზე აფხაზეთში

baza-popolnenieთბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აპრილის ბოლომდე აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ის 400 უმცროსი სპეციალისტი ჩავა, რომელთაც სამთვიანი მომზადების კურსი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებში გაიარეს.

„სამხედრო ბაზის ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად გაგზავნილი არიან კარგად მომზადებული  მძღოლები, ტანკ „Т-90А“-ს ოპერატორები, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაციის“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადის“ მეთაურები და მძღოლი-მექანიკოსები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს „შტურმ-С“-ს ოპერატორები, სხვა ტიპის ჯარებისა და სპეციალური ჯარების სპეციალისტები“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების პრესრელიზში.

იმავე განცხადების თანახმად, აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე იგეგმება 1500 ახალწვეულის გაგზავნაც, რომლებიც ამჟამად ადიღეს რესპუბლიკის პოლიგონზე გადიან მომზადებას.