აქტუალური
ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაშია

safosto-markebiთბილისი, 23 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაში დღეიდან გადის. საუბარია ოთხ საფოსტო მარკაზე: „ქართული ხელნაწერების ძეგლები“; „ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან : 2004 წ. – ათენი, 2008 წ. – პეკინი“; „გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მე-60 წლისთავი“ და „საქართველოს ფლორა – ყვავილები: გვირილა, მიხაკი, ვარდი, იასამანი“ (დეფინიტური მარკები).

ახალი მარკები მიმოქცევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №1-1/963 ბრძანების საფუძველზე გადის.