საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა რუსთავში
თბილისი, 20 აპრილი,
საქინფორმი. რუსთავში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომა ტარდება. მოსახლეობასთან შეხვედრა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებაზე იქნება მსჯელობა, რუსთავის კინოთეატრ „რუსთავში“ იმართება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა უკვე 21 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეძლევათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებულნი და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
აღნიშნული ცვლილებებით, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ექნება.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა 25 აპრილს უნდა დაასრულოს. მანამდე კი შეხვედრები გაიმართება თელავის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისისა და ბათუმის მოსახლეობასთან. კომისიის მიერ მუშაობის დასრულების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი დაიწყებს.
კომისიის გასვლითი სხდომების გამართვას აშშ-ის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უზრუნველყოფს.