სამართალი
დაკავებისას თვითმკვლელობა სცადა კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა მურმან საქანიამ. მან ყელი გამოიჭრა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 22 თებერვალს, 08:30 საათზე დაესხნენ თავს.
თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ორი გარდაიცვალა. 2005 წლიდან მოყოლებული, ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არცერთი მათგანი არ არის გახსნილი.