საზოგადოება
ჩეჩნეთში დინოზავრის კვერცხები იპოვეს

iaicaთბილისი, 20 აპრილი, საქინფორმი. ჩეჩნეთის ერთ-ერთ მაღალმთიან რაიონში 40 ქვადქცეული ოვალური ფორმის საგანი იპოვეს. მეცნიერებმა წინასწარი შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ეს გიგანტური რეპტილიის კვერცხებია.

„ეს არის ბალახისმჭამელი დინოზავრების კვერცხები. ზოგიერთი მათგანი ერთ მეტრს აღწევს, ნაწილი კი – ნახევარ მეტრს. არის 20 სმ დიამეტრის რამდენიმე კვერცხიც. ისინი ყველა სხვადასხვა ზომისაა, რადგანაც დიდი დინოზავრების გვერდით პატარებიც ბინადრობდნენ, რათა დიდებს პატარები დაეცვათ“, – აცხადებს ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ-სოციალური გეოგრაფიის კათედრის დოცენტი მაგომედ ალხაზუროვი.

უკვე ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში ჩეჩნეთში სანკტ-პეტერბურგის პალეონტოლოგები ჩავლენ და შესაბამის ექსპერტიზას ჩაატარებენ, რის შემდეგაც უკვე დაბეჯითებით იქნება შესაძლებელი იმის თქმა, არის თუ არა ნაპოვნი კვერცხები დინოზავრის.