სამართალი
„აჭარა P.S.“ საკუთარი ჟურნალისტის ინტერესებს ქობულეთის პოლიციის წინააღმდეგ დაიცავს

aWara-MANთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ატყობინებს, დღეს, 19 აპრილს, 14 საათზე, მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ხელმძღვანელობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს, რომლის შემდეგაც მედიის თანდასწრებით ქობულეთის პოლიციის უფროსის – დავით ბეჟანიძის, წინააღმდეგ საკუთარი კორესპონდენტის – სულხან მესხიძისათვის, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და გენპროკურატურას სარჩელით მიმართავს. მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის დირექციამ უკვე მიმართა შესაბამის იურიდიულ სამსახურებს კონსულტაციებისთვის და საკუთარი ჟურნალისტის უფლებების დაცვას ბოლომდე აპირებს, რადგან თვლის, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე, 153-ე, 154-ე მუხლები.

უკვე გადაწყვეტილია, რა მუხლებით მოხდება დავა ქობულეთის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 4 აპრილს ქობულეთში საბანკო დავალიანების მქონე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს პოლიციამ ჟურნალისტს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ადგილზე მასალის გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.