პოლიტიკა
ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი

delegacia-kirgizetiთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბოდოშ მამიროვა ხელმძღვანელობს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრები დღეს ჯერ ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გაგრძელდება.

ყირგიზი დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. კერძოდ, შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თინა ბურჯალიანსა და ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილთან გაიმართება.

ამასთან, ყირგიზეთის პარლამენტის წევრები 21 აპრილს ბათუმს ესტუმრებიან, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.

სტუმრები საქართველოს 23 აპრილს დატოვებენ.