პოლიტიკა
ნიკა გილაურის შეხვედრები ბრაზილიაში

nikaa-gilთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სან პაულუს შტატის  ინდუსტრიული ჯგუფის  პრეზიდენტ პაულო სკაფის  შეხვდა.

შეხვერდაზე  გილაურმა პაულო სკაფის საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, ენერგეტიკაში არსებულ ვითარებასა და  საინვესტიციო გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია.

„მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათების დაწესება, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. დასაქმების პრობლემის მოგვარებას ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ყველა ნაბიჯი, რომელთაც ხელისუფლება  დგამს, ეკონომიკის განვითარებისათვისაა  მნიშვნელოვანი. მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში ძალიან კარგია და ინფლაცია – კონტროლირებადი“, – განაცხადა სკაფმა.

მისივე განცხადებით, ბრაზილია ურთიერთობების განვითარებისა და თანამშრომლობისათვის მზადაა.