საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს შეხვდა

vaZaZe-klintoniთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის  პარალელურად გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 18-19 აპრილს ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრა იმართება, რომლის მთავარ მიზანს 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადება წარმოადგენს.

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ავღანეთის საკითხზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტერიალის პარალელურად გრიგოლ ვაშაძე შეხვედრებს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივ მართავს. დღეს ის ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარელ შვარცენბერგს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედმონდ ჰაქსინასტოს შეხვდა.