სამართალი
თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. „საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ამზადებს, რომლებიც ეროვნული თვითმყოფადობისა და მორალური ნორმების შენარჩუნებას ითვალისწინებს“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ. „კონსტიტუცია მყარ საკონსტიტუციო გარანტიებს უნდა აძლევდეს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო სახელმწიფოს ლეგიტიმური ბერკეტები უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სულიერ-მორალური საფუძვლებისა და ეროვნული თვითმყოფადობის ხელყოფის საფრთხე“, – განაცხადა თარგამაძემ.