აქტუალური
საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა ძალაში შედის

vice-prezident-aziatskogo-bთბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. დღეს ქობულეთში საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო ქართულ მხარესთან ერთად პირადად დაათვალიერებს ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო მოგვიანებით სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ ხელი მოეწერება საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის – ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი დაფინანსების – ხელშეკრულებას.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ქსიაო ჟაო და საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.