პოლიტიკა
შეხვედრები ბრიუსელში

v-briusel111თბილისი, 18 აპრილი, საქინფორმი. ბრიუსელში  ნატოს ქვეყნების საგარეო და თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იმართება .

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, „ISAF“-ის ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირის – გრიგოლ ვაშაძის, ხელმძღვანელობით.

მინისტერიალის მსვლელობისას გრიგოლ ვაშაძე თავის უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.