აქტუალური
თბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვის მიწვევით მოსკოვში იმყოფება.
„აპსნიპრესის“ ინფორმაციით, დღეს რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართება, რომლის ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განიხილავენ.მოლაპარაკებების პროცესში აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ. საუბარი ჟენევის დისკუსიებსაც შეეხება.
მოსკოვში ჩირიკბას ვიზიტი 18 აპრილს დასრულდება.