პოლიტიკა
საქართველო-ბრაზილიის ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

Flag-Georgia-Brazilთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა სახელმწიფო მინისტრმა ეკატერინე ტყეშელაშვილმა, ხოლო ბრაზილიის მხრიდან – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო პატრიოტამ.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა.

ეკატერინე ტყეშელაშვილის თქმით, ბრაზილია პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გლობალური მნიშვნელობის მოთამაშა.

„ასე ნაყოფიერად განვითარებადი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს შეთანხმება ურთიერთობების განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით ბრაზილიაში 16 აპრილს გაემგზავრა. დღეს, 17 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრაზილიაში სამთავრობო პარტნიორობის სამიტ „OGP“-ზე სიტყვით გამოვა. 18 აპრილს კი ნიკა გილაური ბრაზილიური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. უკვე ჩანიშნულია შეხვედრა სან პაულუს მრეწველობის ფედერაციის პრეზიდენტ პაულო სკავისთან.