სამართალი
მისი თქმით, „ლაღიძის წყლები“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლება აქვს. „ჩვენ შევინარჩუნეთ სავაჭრო მარკა, რომელიც მადრიდის კონვენციის მიხედვით ჟენევაში დაგვიმტკიცეს. ის უშუალოდ რუსეთის ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ამიტომ გენადი ონიშჩენკომ და რუსეთის ხელისუფლებამ ბაზრიდან „ლაღიძის წყლების“ გამოძევება ვერ შეძლეს“, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ნანა ჩახაია ადგილობრივ ბაზარზე „ლაღიძის წყლების“ ნიშის გაფართოებას არ მოელის. „გადავწყვიტეთ, რომ კომპანია სიროფს მხოლოდ ექპორტზე გაიტანს. ადგილობრივ ბაზარზე ლაღიძის ჩამოსასხმელი წყალი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ფალსიფიცირებულია“. ჩახაიას თქმით, „ლაღიძის წყლების“ მენეჯმენტი ფალსიფიკაციას ამ მეთოდით უპირისპირდება.