ამ მიზნით, „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესი“ მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ქართული ოპოზიცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებას ერთიანი ფრონტით დაუპირისპირდება.
„კონგრესი გაუწევს ორგანიზებას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის პროცესს. საზღვარგარეთ ცხოვრობს დაახლოებით 800 000 ამომრჩეველი. კონგრესი მოახდენს მათ რეგისტრაციას და არჩევნების დღეს ორგანიზებას გაუწევს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესს. გარდა ამისა, კონგრესის წევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, კანონით დადგენილი ნორმების დაცვით, განახორციელებენ შემოწირულობებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ანგარიშზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აქვე მითითებულია, რომ საზოგადოებას გაწეული სამუშაოს ანგარიში პერიოდულად წარედგინება.
განცხადებას ხელს აწერენ „საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტი ალექსანდრე ებრალიძე და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.