სამართალი
თბილისი, 13 აპრილი, საქინფორმი. როგორც აფხაზეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იუწყება, 12 აპრილს აფხაზეთის ექვსი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ცნობილია, ა.წ. 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც გუდაუთა-სოხუმის ავტომაგისტრალზე ანქვაბის კორტეჟის გადაადგილებისას ფუგასი აფეთქდა, ავტომობილებს ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. პრეზიდენტის დაცვამ მისი ავტომობილის გამოყვანა შეძლო და საპასუხო ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად დაცვის რამდენიმე ოფიცერი დაიჭრა, ორი დაიღუპა. კორტეჟის ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა.