სამართალი
ტუღუში დღეს პარლამენტში ანგარიშით წარდგება

tuRuSiiiiთბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტში დღეს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს მოუსმენენ. ომბუდსმენი დეპუტატების წინაშე 2011 წლის ანგარიშით პლენარული სხდომის ფორმატში წარდგება.

პლენარულ სხდომამდე გასულ კვირას გიორგი ტუღუშს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც მოუსმინეს.

გიორგი ტუღუშის ანგარიში 600-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მასში განსაკუთრებული ყურადღება სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეა გამახვილებული.

სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშით წელიწადში ერთხელ გამოდის.