აქტუალური
საქართველოს რკინიგზა სააღდგომოდ საგანგებო რეჟიმშია

matarebelii1თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე გადადის.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის უზრუნველსაყოფად, მატარებლებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დაემატათ შემადგენლობები. შესაბამისად, ყველა მატარებელზე გაზრდილია ადგილების რაოდენობა.

ამასთან, თბილისი-ზუგდიდისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი ელექტრომატარებელი. მატარებელი 18 აპრილამდე ყოველდღე იმოძრავებს.

რაც შეეხება ბილეთების ფასს, რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის ღირებულება არ შეიცვლება.