სამშვიდობო ინიციატივების კავკასიის ცენტრის განცხადება
თბილისი, 12 აპრილი,
საქინფორმი. აზერბაიჯანული ფილმების «STOP» ფესტივალის წინააღმდეგ ცილისწამების მორიგი კამპანია აგორდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და მიტინგზე, რომელიც გიუმრიში 11 აპრილს ჩატარდა, ფესტივალის მიზნებსა და მის პროგრამაში შესული ფილმების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა მხრიდან გაისმა პირდაპირი მუქარა, რომ ფესტივალის ჩატარებას კანონის დარღვევის ფასადაც არ დაუშვებდნენ. მათი გამოსვლები შეიცავდა წაქეზებას ძალადობის აქტებისაკენ ფესტივალის ორგანიზატორების, აგრეთვე, ჟურნალისტთა კლუბ „ასპარეზის“ მიმართ, რომელმაც ფესტივალს შენობა დაუთმო, და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ფესტივალზე მივლენ.
იმ სომხური მედიასაშუალებების ვიდეომასალებსა და რეპორტაჟებზე დაყრდნობით, რომლებიც აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალის ჩატარების წინააღმდეგ საპროტესტო მიტინგს აშუქებდნენ, აგრეთვე, თვითმხილველთა მოწმობების გათვალისწინებით, ვაცხადებთ, რომ პასუხისმგებლობა ფესტივალის გარშემო ხელოვნური დაძაბულობის შექმნაზე, შესაძლო პროვოკაციებსა და ძალადობაზე ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, ეკისრება პირადად ქალაქ გიუმრის მერს ვარდან გუკასიანს, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდება ტერორის პროპაგანდის კამპანია.
2012 წლის 11 აპრილი