აქტუალური
შაშკინის ინტერვიუ „ეხო მოსკვის“

SaSkin-intervთბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. რადიოსადგურის  ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში რუსული ენის სწავლებით დაინტერესედა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, საქართველოში – თერთმეტი, ხოლო თბილისში ორი რუსული სკოლა და 39 რუსული სექტორი ფუნქციონირებს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია უცხო ენის შესწავლის არჩევანში, თუმცა საქართველოში პრიოტიტეტულ და მთავარ უცხო ენად ინგლისური ენა რჩება.

2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 73%-მა  ჩასაბარებელ უცხო ენად ინგლისური ენა აირჩია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა არჩევანს სწორედ ინგლისურ ენაზე აკეთებს. ეს კი გლობალიზაციის პირობებში სრულიად  სწორი გადაწყვეტილებაა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოსახლეობა პატივს სცემს რუსულ კულტურას, მაგრამ, ამავე დროს, ყველას ახსოვს ოთხი წლის წინათ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამომჟღავნებული ღია აგრესია – რუსეთმა  მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 25% -ის ოკუპაცია, დაღვარა უდანაშაულო ადამიანების სისხლი.

„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტი დაინტერესდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სისტემაში განხორციელებული რეფორმებითაც, საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს, ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.