საზოგადოება
„СТОП“: აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალი სომხეთში

stop_film_festival_თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. როგორს საქინფორმს კავკასიის ცენტრიდან აცნობეს, გიუმრიში, ჟურნალისტთა კლუბ „ასპარეზში“, დღეს, 15.00 საათზე, სამშვიდობო ინიციატივების კავკასიის ცენტრი მოქალაქეებს აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალზე იწვევს.

როგორც კავკასიის ცენტრში განმარტავენ, ჰუმანისტური იდეების გადაგვარების, საღი აზრის უარყოფისა და გამალებული პროპაგანდის პირობებში სომხეთში აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალის ჩატარება პირდაპირი, უშუალო ურთიერთობის სივრცეს ქმნის და აზერბაიჯანის თანამედროვე კინოხელოვნების საუკეთესო ნიმუშების გაცნობის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

ფესტივალი ტარდება სომხეთში დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოების მხარდაჭერით.