საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ლიდერთან შეხვედრისას, კოალიციაში მურმან დუმბაძის გაწევრებასთან ერთად, საუბარი შეეხო ბათუმის „25-ე არხის“ ეთერით 31 მარტის გადაცემაში მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომელიც გიორგი მასალკინის ეთნიკურ წარმომავლობას ეხებოდა.
მურმან დუმბაძე საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართველ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს მისი ემოციური განცხადების გამო. მურმან დუმბაძეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ქართველი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოალიციის წევრებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო პოლემიკისგან და პოზიციები შიდა დისკუსიების საფუძველზე შეჯერდეს.