პოლიტიკა
საქართველოში საჭიროებათა შემფასებელი მისია ჩამოვა

missia111თბილისი, 12 აპრილი, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიამ ოფიციალური მოწვევა მიიღო საქართველოს მთავრობისგან საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით და გრძელვადიან სადამკვირვებლო საქმიანობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოში საჭიროებათა შემფასებელ მისიას გამოაგზავნის.

თომას რაიმერის განცხადებით, შემფასებელი მისიის გამომგზავრების თარიღთან დაკავშირებით გადაწვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ეჭვი გამოთქვა, რომ ეს გაზაფხულის ბოლომდე მოესწროს.

გასულ კვირას საქართველომ „ODIHR“-სა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს ოფიციალური მოწვევები გაუგზავნა 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეუზღუდავი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით.

მასპინძელი ქვეყნის მთავრობისგან მოწვევის მიღების შემდეგ, ODIHR შემფასებელი მისიის სახელით ცნობილ ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის, რომელიც პოტენციური სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს ადგენს.

ჩვეულებრივ, „OSCE/ODIHR“-ის სადამკვირვებლო მისიების განთავსება არჩევნების დღემდე 6-8 კვირით ადრე ხდება.

„მე არ ვიცი არცერთი შემთხვევა, როდესაც გრძელვადიანი დამკვირვებლების განთავსება უფრო ადრე მომხდარა, თუმცა ამის განსაზღვრა [თუ როდის უნდა მოხდეს დამკვირვებლების გამოგზავნა] საჭიროებათა შეფასების მისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება“, – განაცხადა რაიმერმა.