პოლიტიკა
„მოვუწოდებთ სააკაშვილს, ეყოს გამბედაობა და დაასახელოს, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში. ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება რეაქცია. არც კი ვიცი, ზრდილობიანად ამ ტიპის განცხადებას რა ვუწოდო – უზრდელობას დავარქმევდი, თუმცა ეს საკმარისი არაა“, – განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე პრეზიდენტის ამ განცხადების კომენტირებისას.
მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებში ნათლად ჩანს, რომ ის შეშინებულია.