პოლიტიკა
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური, ხოლო ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში – ყველაზე უბედური ქვეყანაა

strani-topთბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც ბედნიერებას მიეძღვნა (UN’s Conference on Happiness), დედამიწის ინსტიტუტის (კოლუმბიის ავტორიტეტული უნივერსიტეტის ქვეგანყოფილების) ექსპერტებმა სამსჯავროზე გამოიტანეს ანგარიში სახელწოდებით „მსოფლიო ბედნიერება“ (World Happiness Report), რომელშიც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების მორიგი რეიტინგია გამოქვეყნებული. ანგარიში წარმოადგენს 158-გვერდიან მონუმენტურ სამეცნიერო ნაშრომს, კვლევა 2005-დან 2011 წლამდე გრძელდებოდა, რეიტინგი ჩატარებულ გამოკითხვებს ეფუძნება. 10-ბალიანი სკალით „ბედნიერების კოეფიციენტის“ გამოთვლისას ითვალისწინებდნენ 33 პარამეტრს (კრიტერიუმს), ისეთებს, როგორიცაა პოლიტიკური თავისუფლება, მოსახლეობის სოციალური დაცვის ძლიერი სისტემა, კორუფციის არარსებობა, მოსახლეობის კარგი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა, ეკოლოგიური სიტუაცია რეგიონში, აგრეთვე, სტაბილური ქორწინების გარანტიები და განქორწინებათა რაოდენობა. სულ სიაში 156  ქვეყანაა წარმოდგენილი.

აი, იმ ქვეყნების პირველი ოცეული, სადაც მოქალაქეები თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობენ (ლიდერთა ხუთეულის „ბედნიერების კოეფიციენტი“ 7,6 ბალს შეადგენს):

  1. დანია
  2. ფინეთი
  3. ნორვეგია
  4. ნიდერლანდი
  5. კანადა
  6. შვეიცარია
  7. შვედეთი
  8. ახალი ზელანდია
  9. ავსტრალია
  10. ირლანდია
  11. აშშ
  12. კოსტა-რიკა
  13. ავსტრია
  14. ისრაელი
  15. ბელგია
  16. ლუქსემბურგი
  17. არაბთა გაერთიანებული საამიროები
  18. დიდი ბრიტანეთი
  19. ვენესუელა
  20. ისლანდია

ეს კი ყველაზე უბედურთა ოცეულია („ბედნიერების კოეფიციენტი“ - 2,4 ბალი და ნაკლები):

138. კამბოჯა

139. ეთიოპია

140. ლიბერია

141. ზაირი

142. ზიმბაბვე

143. მალი

144. ბურკინა-ფასო

145. ჩადი

146. საქართველო

147. ბულგარეთი

148. კონგო

149. ტანზანია

150. ჰაიტი

151. კომორის კუნძულები

152. ბურუნდი

153. სიერა-ლეონე

154. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

155. ბენინი

156. ტოგო

ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებმა რეიტინგში შემდეგი ადგილები დაიკავეს:

32. თურქმენეთი

59. ყაზახეთი

60. ლიტვა

62. ბელარუსი

72. ესტონეთი

75. მოლდოვა

76. რუსეთი („ბედნიერების კოეფიციენტი“ 5,7 ბალი)

79. უზბეკეთი

91. უკრაინა

102. ყირგიზეთი

106. ლატვია

115. ტაჯიკეთი

116. აზერბაიჯანი

122. სომხეთი

146. საქართველო

 

მოხსენების სრულად გაცნობა ინგლისურ ენაზე, ციფრებითა და გრაფიკებით, შესაძლებელია ბმულზე 

http://www.earth.columbia.edu/sitefiles/file/Sachs%20Writing/2012/World%20Happiness%20Report.pdf