საზოგადოება
თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. მიღებულია გადაწყვეტილება ქ. გორში სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთების თაობაზე. საგარეო ურთიერთობათა საკითხების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკის განმარტებით, ცნობილი სპეციალისტებისგან შეიქმნება მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც „ფინანსებს მოიზიდავს და მაღალი დონის ექსპოზიციას შექმნის“.