პოლიტიკა
ქართული უპილოტო მანქანის პირველი გამოცდა

ispitanie11თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. დღეს მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ქართული უპილოტო მანქანა პირველად გამოიცდება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის ეზოში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„კიდევ ძალიან ბევრი ტექნოლოგია გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც ქართველი სამხედროების და ინჟინრების ხელით იქმნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ანდაზა – „გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებ“ – საქართველოს შემთხვევაში არ გამართლდა.

„ჩვენ გაჭირვება გვიჩვენეს, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან გაგვიჭირდა თავდაცვითი იარაღის შეძენა, მაგრამ კი არ გავიქეცით, ხელები დავიკაპიწეთ და ვუჩვენეთ, რომ ქართველი მეორეხარისხოვანი არ არის არც ინტელექტით და არც შრომის უნარით. შრომა ჩვენ არ გვეზარება და, პირიქით, შეიძლება, ბევრზე მეტადაც შეგვიძლია“, – განაცხადა სააკაშვილმა.