პოლიტიკა
მსჯელობა პარლამენტში პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვის საკითხზე

v-parlament111თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვის საკითხზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ. შესაბამისი ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელიც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება.

რეგლამენტში ცვლილებების მიხედვით, პირველი მაისიდან პლენარული სხდომების გამართვა თბილისთან ერთად ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ცვლილება პირველი მაისიდან მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდს ეხება. ამის შემდეგ კი სხდომების გამართვა მხოლოდ ქუთაისში იქნება დასაშვები.

ამასთან, ცნობილია ის ფაქტი, რომ პარლამენტი 26 მაისს პლენარული სხდომის ქუთაისში გამართვას აპირებს, რისთვისაც რეგლამენტში აღნიშნული ცვლილება ხორციელდება. დეპუტატები არ აკონკრეტებენ, 1 მაისის შემდეგ პლენარული სხდომები ქუთაისში მხოლოდ 26 მაისს გაიმართება, თუ სხვა დღეებშიც.