რელიგია
თბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. იერუსალიმში ქართველ მომლოცველთა 100-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა. ისინი თბილისში შაბათს, გვიან ღამით, დაბრუნდებიან და მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ.
მომლოცველები ღვთიურ ცეცხლს მართლმადიდებლურ ტაძრებში მიაბრძანებენ. მისი სახლში წაღება ყველა ქრისტიანს შეეძლება.
მომლოცველებთან ერთად ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე გაემგზავრა. „მივემგზავრებით წმინდა ქალაქ იერუსალიმში 100-კაციანი ჯგუფით და ტრადიციულად გვეძლევა შესაძლებლობა, რომ დავესწროთ დიდ სასწაულს – ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლას. ამ ცეცხლით მადლმოსილნი დავბრუნდებით, იმედი გვაქვს – მშვიდობით, და ეს მადლმოსილი ცეცხლი მოეფინება მთელს საქართველოს“, – განაცხადა მეუფე სერაფიმემ.