სამართალი
გურაშვილის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თელავის რეგიონული სამსახურის თანამშრომელი ინგა პავლიაშვილი სოფელ ზემო ქედში აგროვებდა და წერდა ერთკვირიან რეზერვისტთა სიას განურჩევლად ასაკისა. კურსების გავლის შემდეგ, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი მოსახლეობას დაჰპირდა, მათ დაურიგდებოდათ იარაღი. ამასთან, მოსახლეობამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, რა მიზნით ყალიბდება აღნიშნული ფორმირებები.
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გაურკვეველ შეიარაღებულ ფორმირებაში ჩართვა ყოვლად დაუშვებელია. პარტია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელისუფლება ამ ფორმირებებს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ანგარიშწორებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებისთვის გამოიყენებს.