სამართალი
„ეს ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პატივს არ სცემს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისთვის თავი გაწირეს“, – ნათქვამია ყრუაშვილის განცხადებაში.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს დაბა ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასუფთაოს 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია და პატივი სცეს ქართველი ხალხის სიწმინდეებს.