აქტუალური
„განახლებული საქართველოსთვის“ პატივს მიაგებს გმირთა ხსოვნას

gulua-MANთბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. როგორც პარტიის – „განახლებული საქართველოსთვის“ – პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის ლიდერებმა, თბილისის ორგანიზაციისა და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალი და პატივი მიაგეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„9 აპრილს წინ უძღოდა აფხაზეთში გამოსვლები, ლიხნის ცნობილი შეკრება, სადაც საფრთხე შეექმნა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ერთიანობას. დღეს ჩვენი სამშობლო კვლავ განსაცდელშია, ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, სწორედ ამიტომ მუდმივად გვიწევს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. აპრილის ბოლოს ჩვენი პარტია დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრებისთვის ემზადება, რათა დაიწყოს დევნილთა დიდი დაბრუნების პროცესი დაკარგულ ტერიტორიებზე და მოვიპოვოთ რეალური დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისევ ვიბრძვით, რადგან არასოდეს ვუღალატებთ იმ იდეალებსა და ღირებულებებს, რასაც 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ნანა გულუამ.