სამართალი
„ახალგაზრდა ფინანსისტები“ ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესების მიზეზებზე ისაუბრებენ

axalgazrda-finansistთბილისი, 10 აპრილი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) მედიასამართლებრივი მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქინფორმს ატყობინებს, აფბა დღეს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, რომელიც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუარესების გამომწვევ მიზეზებს მიეძღვნება.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა აზრით, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესების გამომწვევი მიზეზებიც არსებობს და საფრთხეებიც.

დღევანდელ ბრიფინგზე ძირითადი თემა იქნება ერთ-ერთი მწვავე საკითხი, კერძოდ, თუ რატომ ვერ მოხვდა საქართველო, ბლუმბერგის ვერსიით, ბიზნესის კეთების სიმარტივით, მსოფლიოს 50 ქვეყანას შორის და რა არის მოსალოდნელი საფრთხეები საარჩევნო კამპანიისგან მომდინარე არასტაბილურობის პერსპექტივის გათვალისწინებით.