აქტუალური
„SYSTRA“ თბილისს ტრამვაის ვაგონებს მიაწოდებს
akt-tramvaiთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. ფრანგულმა კომპანია „SYSTRA“-მ თბილისში ტრამვაის მოძრაობის ორგანიზების პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები. პროექტი საჯაროა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა. თბილისის ტრამვაის ქსელის განფენილობა 14 კილომეტრს შეადგენს, ერთი მიმართულებით მგზავრობის ხანგრძლივობა 30 წუთი იქნება. ტრამვაი ცენტრიდან, ჭავჭავაძის გამზირიდან, ორთაჭალამდე იმოძრავებს. სავარაუდოდ, ტრანსპორტის ამ სახეობით წელიწადში 100 ათასამდე ადამიანი ისარგებლებს.