საზოგადოება
პირდაპირი ავიარეისები „ჩრდილოეთ კავკასია-თბილისი“

min-vodiთბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კავკასიიდან, კერძოდ, საკურორტო ქალაქ მინერალური წყლებიდან, საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარესიები დაინიშნება. ამის შესახებ ქართული „კომერსანტი“ იუწყება. ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქართველები იმედოვნებენ, რომ ბილეთის ფასი 200-300 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც მათთვის დიდი შეღავათია, რადგან უფრო ხშირად და კომფორტულად შეძლებენ სამშობლოში ჩასვლას. ამჟამად ისინი იძულებული არიან, საქართველოში ჩამოსასვლელად ჯერ მოსკოვში ჩაფრინდნენ ან ავტობუსებით ისარგებლონ. მათი თქმით, რეისები საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს. ამასთან, თუ საქართველოს მიმართულებით ავიარეისები დანიშნება, ტურისტული მიზნით აქ რუსეთის ბევრი მოქალაქე ჩამოვა.

თუმცა კომპანია „Tav Georgia“-ში არ ფლობენ ინფორმაციას ავიარეისი თბილისი-მინერალური წყლების შესახებ და აცხადებენ, რომ აპრილსა და მაისში მსგავსი რეისების დანიშვნა არ იგეგმება.