პოლიტიკა
საქართველოს ლეიბორისტული პარტია: „სააკაშვილი ახალი ომისთვის ემზადება“

leiboristebi2თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. დღეს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ განაცხადა. „ხელისუფლებაში მყოფი ეს ბანდა მზად არის, გააგრძელოს ის პროვოკაციები, რომელთა შედეგად ჩვენ 2008 წლის აგვისტოში დავკარგეთ ძირძველი ქართული მიწები და რომლებსაც შეეწირა ასობით ჩვენი თანამემამულე“, – განუცხადა გუგავამ პოპულარულ ქართულ გაზეთ „ასავალ-დასავალს“.

„დააკვირდით, როგორ იმატა ამათ „ჯიბის ტელევიზიებში“ სამხედრო რიტორიკამ, რეზერვისტების ახალი რაზმებისა თუ ახალი სამხედრო ტექნიკის რეკლამირებამ! სააკაშვილი ომისთვის ემზადება!“, – მიიჩნევს ოპოზიციონერი.

გიორგი გუგავას თქმით, სააკაშვილი „მოაწყობს პროვოკაციებს, შემოიტყუებს რუსულ არმიას, თვითონ კი ნაძარცვი მილიარდებით დევნილი პრეზიდენტის სტატუსით მოკურცხლავს საქართველოდან“.

„სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოდან დევნილი პრეზიდენტის მანტიით უცხოეთში დამნაშავე კი არა, მსხვერპლი იქნება და მას ყველაფერი ეპატიება“, –  განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა.

ხელისუფლებას ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.