სამართალი
თბილისი, 9 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ორშაბათი უქმეა – დღეს ჩვენ 1989 წლის მშვიდობიანი მიტინგის დარბევის მსხვერპლთა ხსოვნას მივაგებთ პატივს. დარბევის დროს 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამის შემდეგ შემოღებული კომენდანტის საათის დროს - კიდევ 5. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ყვავილები მიჰქონდათ, სანთლებს ანთებდნენ, ეკლესიებში პანაშვიდებს იხდიდნენ. ასეთი ღონისძიებები დღეს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.