სამართალი
იტალიის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავა

v-italiiთბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. იტალიის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი ქართველი დააკავა. 38 წლის რევაზ მინდიაშვილისა და 35 წლის საშა კომაროვის დაკავებაში პარმისა და ბოლონიის პოლიცია ერთობლივად მონაწილეობდა.

კომაროვი პოლიციამ რამდენიმე დღის წინათ დააკავა, მინდიაშვილზე კი ძებნა იყო გამოცხადებული. ის პოლიციამ ავტომობილით ხანგრძლივი დევნის შემდეგ აიყვანა, რომლის დროსაც ეჭვმიტანილი 2 ავტომობილს დაეჯახა.

პოლიციამ მისი მანქანიდან ბინების ძარცვისთვის საჭირო ხელსაწყოები და ნაძარცვი ნივთები ამოიღო, რომელთა ნაწილიც მინდიაშვილმა გზაში გადაყარა.

ორივე ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.