აქტუალური
წყაროს მონაცემებით, სერდიუკოვს მთელი პატივით გააცილებენ – როგორც ადამიანს, რომელმაც რუსეთის არმიას ახალი იერი შესძინა. „ბოლო კოლეგიაზე პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შექება და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისაგან გაუკრიტიკებლობა ამას აშკარად მოწმობს“, – აღნიშნა გაზეთის თანამოსაუბრემ თავდაცვის სამინისტროდან.
მთავარ სამხედრო პოსტზე ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატები არიან ვიცე-პრემიერი თავდაცვის დარგში დიმიტრი როგოზინი და სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრ პოსტნიკოვი.
ანატოლი სერდიუკოვთან ერთად წასვლას გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვიც აპირებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სერდიუკოვი მთელი სერიოზულობით ემზადება გადადგომისთვის და უკვე თავისი გუნდიც გაუშვა.