სამართალი
თბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი საქართველოს მთავრობას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით თანასწორობის პრინციპის საფუძველზე მოქმედებისაკენ მოუწოდებს. მან შესაბამისი განცხადება თბილისში „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, სადაც ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი ამერიკული პროგრამის გახსნას დაესწრო.