პოლიტიკა
ჯონ ბასი: „ჟურნალისტთა შორის საქართველოში ცოდნისმოყვარეობის დეფიციტი შეიმჩნევა“

bass-o-jurnalistaxთბილისი, 5 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის აზრით, რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტები უფრო რელევანტურ კითხვებს სვამენ, ვიდრე – ნაციონალური მაუწყებლების.

როგორც აშშ-ის ელჩმა ბათუმში რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, მას ხშირად აკვირვებს მათ შორის ცოდნისმოყვარეობის დეფიციტი, როცა ისინი არ სვამენ დამატებით შეკითხვებს ამა თუ იმ აზრის დასაზუსტებლად.

ჯონ ბასი „Facebook“-ის თავის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„ეს-ესაა დავასრულე შესანიშნავი, თუმცაღა ხანმოკლე მოგზაურობა ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში. მოგზაურობა რეგიონელ ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო დისკუსიას მოიცავდა. რაღაც მიზეზის გამო, მათი კითხვები, ჩვეულებრივ, უფრო თემატურია და რელევანტური იმ საკითხების მიმართ, რომელთა განხილვაც საქართველოს მოქალაქეებს ჩემთან სურთ ხოლმე, ვიდრე კითხვები, რომელთაც ნაციონალური მაუწყებლები მისვამენ...“, – წერს ბასი.