საზოგადოება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა

Cernomorskaiaთბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. დღეს პარლამენტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის 39-ე სხდომა გაიხსნება.

ღონისძიებას, რომელიც ორ დღეს გასტანს, ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერჰი პოდჰორნი და საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გახსნიან.

შეხვედრებზე საუბარი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხება.

ამასთან, ღონისძიების მონაწილეები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას მიიღებენ.