აქტუალური
თბილისი, 4 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, მარტში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2% შეადგინა, რაც უკვე მეორე დეფლაციაა ზედიზედ ბოლო ორი თვის განმავლობაში.
გასულ თვესთან შედარებით, მარტში ფასები 0.2%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც თებერვალში ფასები 0.2%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით.
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ -2.1% შეადგინა, რაც 2009 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში პირველი დეფლაცია იყო.წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მარტში სურსათზე ფასები 7.5%-ით შემცირდა, ხოლო კავშირგაბმულობაზე – 7.7 %-ით.
თუმცა საწვავისა და სატრანსპორტო მომსახურების ფასები კვლავ იზრდება. მარტში საწვავის ფასები 2.8 %-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით. საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში ბოლოს 3 აპრილს დაფიქსირდა.