აქტუალური
სააკაშვილმა და ბორისოვმა რუსეთის გვერდის ავლით ენერგომატარებლების ექსპორტზე იმსჯელეს
misha-boikoთბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ბულგარეთის დელეგაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს და მთავრობის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყნის მონაწილეობით განხორციელდება, მათ შორის –  ენერგომატარებლების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, რეგიონული თანამშრომლობა, ბულგარეთის მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში. ბოიკო ბორისოვმა თავისი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვაში, აგრეთვე, ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში.