საზოგადოება
თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. პრეზიდენტმა პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე სამი კანდიდატურა შესთავაზა.
ვაკანტურ თანამდებობაზე თანხმობის მისაღებად წარდგენილი არიან მომღერალი ზაზა კორინთელი(ზუმბა), რომელიც 2007 წლიდან საქველმოქმედო ფონდ „წამის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია; გივი კუბლაშვილი, რომელიც დღეისთვის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მთავარ სპეციალისტად მუშაობს და გიორგი ჯანოაშვილი, რომელიც, ასევე, მთავარ სპეციალისტად მუშაობს ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობაში. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს.