პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია

ekkiთბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. დღეს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერიკ ტუომიოია ესტუმრა.

უცხოელ დიპლომატს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და რეინტეგრაციის მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან.