პოლიტიკა
სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ხვდება

saak-rasmusen123თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე იგი იმ პროგრესს განიხილავს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატოსთან თანამშრომლობის საქმეში.

დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

„ჩვენ იმ პროგრესს შევაფასებთ, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში იქნა მიღწეული, – განაცხადა რასმუსენმა პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე დაუსვეს კითხვა. ჩვენ განვიხილავთ რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ბოლოს – ჩიკაგოს მომავალ სამიტს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები თავიანთ ძალიან ძლიერ მადლიერებას გამოხატავენ  ავღანეთში ჩვენს ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის გამო, – განაგრძო მან. – საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს და საქართველომ გადაწყვიტა, გააორმაგოს თავისი წვლილი, რის შედეგადაც ქვეყანა ნატოს ის არაწევრი ქვეყანა გახდება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში და, რა თქმა უნდა, ყველა მოკავშირე ძალიან აფასებს ამას. ეს ტრანსატლანტიკური ალიანსისადმი საქართველოს ერთგულების ძალიან ძლიერი დასტურია“.

„ცხადია, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უკვე გადავწყვიტეთ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ საქართველო საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს“, – დასძინა რასმუსენმა.